

ვებინარი N1
2026 წლის 30 სექტემბერს 18:00-19:30 საათზე თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე ონლაინ რეჟიმში გაიმართება 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის პირველი ვებინარი კონკურენციის სამართალში, სადაც მოწვეული ექსპერტი, სამართლის მაგისტრი, სსიპ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ამათ ამაროვი ჩაატარებს ვებინარს თემაზე - „კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლის სინერგია: ქართული პრაქტიკა“
ვებინარის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ თანდართულ პოსტერს. დასწრების მსურველებს, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ შემდეგი ლინკის საშუალებით - https://forms.gle/bSD5kkHebvD9djxS6